თეთრი კარკასი და მისი უპირატესობები
ახალაშენებული საცხოვრებელი ფართები ძირითადად ორი სახით იყიდება: შავი კარკასი, მხოლოდ ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებით, და თეთრი კარკასი, რომელიც შიდა სივრცეში დამატებითი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.
ამ ბლოგში განვიხილავთ რა არის თეთრი კარკასი, რა უპირატესობები აქვს ბინის თეთრი კარკასის მდგომარეობაში შეძენას, და რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ასეთი ბინა სამომავლოდ.
რა არის თეთრი კარკასი?
თუ ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მაშინ მყიდველს შესვლისას აუცილებლად მზად ხვდება:
1. გალესილი კედლები და ჭერი
2.მოჭიმული იატაკი
3.ჩაშენებული შიდა ტიხრები
4.დამონტაჟებული კარ-ფანჯარა
5.დამონტაჟებული ელექტრობა და კომუნიკაციები
როდესაც საქმე ეხება “ელიტური” ან “პრემიუმ” სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსის შეძენას, მაშინ თეთრ კარკასს შესაძლოა რამდენიმე პუნქტი დაემატოს, ან არსებული პუნქტები გაუმჯობესდეს. მაგალითად თუ გაინტერესებსთ პრემიუმ სეგმენტის აპარტამენტი ბათუმსა ან თბილისში, მაღალია შანსი თეთრი კარკასის პაკეტი შეიცავდეს:
-სითბოსა და ხმაურის იზოლაციას
-მაღალი ხარისხის ან ორმაგ მინებს ფანჯრებსა და აივნებზე
-დამონტაჟებულ გათბობას
რა უპირატესობები აქვს თეთრი კარკასის შეძენას?
თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბინის შეძენა ხშირად ითვლება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება დასრულებული და კეთილმოწყობილი ბინა შეიძინოს, მაგრამ არც ნულიდან სურს ბინის რემონტის დაწყება.
როგორც წესი, თეთრი კარკასის შეძენისას მყიდველები მნიშვნელოვნად იგებენ დროსა და რესურსებში:
-შავ კარკასთან შედარებით ბევრად ნაკლებია სარემონტო ხარჯები - სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩატარებულია და ძირითადად კოსმეტიკური ხელის შევლება სჭირდება;
-სივრცე ექსპლუატაციაში უფრო მალე ეშვება - კოსმეტიკურ სამუშაოებს ნაკლები დრო სჭირდება, ამიტომ სივრცე გაცილებით უფრო მალეა მზად საცხოვრებლად
თუმცა აქვე საფრთხეც გასათვალისწინებელია - თეთრი კარკასის მარტივად, სწრაფად, და ნაკლები რესურსების დახარჯვით საბინადროდ მომზადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპარტამენტები ისეთ საცხოვრებელ კომპლექსშია შეძენილი, სადაც ყველა სამუშაო ზედმიწევნით ხარისხიანად ჩატარდა. ხშირია შემთხვევები, რომ არაკეთილსინდისიერი დეველოპერი აბარებს მყიდველებს “თეთრ კარკასს” სადაც ძირეული სამუშაოები თავიდან ჩასატარებელი ხდება - იქნება ეს უხარისხო კარ-ფანჯარა, ელექტრობა, კანალიზაცია, თუ სხვა.
ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია იპოვოთ სანდო სამშენებლო კომპანია, რომელიც გამჭვირვალედ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც თავად სამშენებლო პროცესზე, ისე თეთრი კარკასისთვის საჭირო სამუშაოებზე.
საინვესტიციო ქონება და თეთრი კარკასი: რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ უძრავი ქონების შეძენას კონკრეტულად საინვესტიციო მიზნებისთვის გეგმავთ, მაშინ თეთრი კარკასის მშენებარე კომპლექსში შეძენა შესაძლოა კიდევ უფრო ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდეს.
ამასთან საჭიროა შეაფასოთ ლოკაცია, ბაზრის ტენდენციები და სამიზნე აუდიტორია. თუ განიხილავთ ინვესტიციას უძრავ ქონებაში ქალაქის ბიზნესს ან ტურისტულ ცენტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებისა და დროის ასპექტის ოპტიმალურად დაბალანსება - ამ უბნებში მოთხოვნა (და კონკურენციაც) ყოველთვის მაღალია. მშენებარე კომპლექსში ბინის შეძენა შედარებით იაფია, თეთრ კარკასში ჩაბარება კი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოარგოთ სივრცე ბაზრის მოთხოვნებს და მალევე დაიწყოთ ROI-ს მიღება.
თუ მომავალი ინვესტიციისთვის ეძებთ მშენებარე ბინებს ბათუმში თეთრი კარკასით, აუცილებლად გაეცანით დეველოპერული კომპანია OKTO GROUP-ის შემოთავაზებებს. ელიტურ საცხოვრებელ კომპლექს OKTO ART HOUSE-ში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით, რომელიც მშენებლობის ბოლოს თეთრი კარკასის (ან სრული პაკეტის) მდგომარეობაში ბარდება.