როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია ბათუმში
ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი ელვის სისწრაფით ვითარდება და, გასაკვირი არაა, რომ დეველოპერული სამშენებლო კომპანიების რიცხვიც ბოლო წლებში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. სანდო სამშენებლო კომპანიის პოვნა კრიტიკულია, როდესაც აპარტამენტების შეძენას გეგმავთ - ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს როგორც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების კომფორტს, ისე სამომავლო ინვესტიციის ხარისხს - და დღეს ისე რთულია, როგორც არასდროს.
ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ჩავშალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური პრობლემები.
დეველოპერული სამშენებლო კომპანიის არჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი
რეალურად, არჩევანის გაკეთებისას გაცილებით მეტი კრიტერიუმის გათვალისწინება მოგიწევთ, მაგრამ პირველ ეტაპზე, აუცილებლად ამ ხუთეულით უნდა დაიწყეთ.
შეამოწმეთ კომპანია: ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგშია?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კომპანიის იურიდიული სტატუსისა და ლიცენზიების შემოწმება. ახლა, როდესაც თითქმის ყოველდღე ჩნდება წვრილი თუ მსხვილი სამშენებლო კომპანია, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ფასეულია ბათუმში აპარტამენტების შეძენისას. სანდო დეველოპერს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში უნდა ჰქონდეს. ეს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ პროფესიონალიზმის მაჩვენებელიცაა.
ყურადღება გაამახვილეთ მშენებლობის ნებართვაზე. დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს პროექტის კანონიერებას და უსაფრთხოებას. ნებართვა მოიცავს არქიტექტურული გეგმების, საინჟინრო პროექტების და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. თუ საჭიროა, კითხეთ დეველოპერი კომპანიის წარმომადგენელს ნებართვის ნომერი და შეამოწმეთ ადგილობრივ სამშენებლო სამმართველოში. ეს კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი.
აქვე, ყურადღება მიაქციეთ კომპანიის კომუნიკაციის სტილს. როგორია ინფორმაციის გაზიარების მზაობა? როგორ ურთიერთობს პოტენციურ კლიენტებთან? დალაგებული, დროული კომუნიკაცია და გამჭვირვალობა არა მხოლოდ სანდოობის მაჩვენებელი (კარგ კომპანიას დასამალი არაფერი აქვს), არამედ წარმატებული თანამშრომლობის წინაპირობაა.
სად დგას მშენებლობის ხარისხი კომპანიის პრიორიტეტებში?
სანდო კომპანიისთვის მშენებლობის ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. უნდა იყენებდეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს და გეგმავდეს პროექტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ყველაფერი შენობის გრძელვადიან გამძლეობასა და მდგრადობაზე მეტყველებს.
ამასთან, უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი სტანდარტის შიდა თუ გარე ინფრასტრუქტურას, მათ შორის იზოლირებულ პარკინგს, რეკრეაციულ ზონებს და უსაფრთხოების სისტემებს. კომპლექსური მიდგომა მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სტანდარტებს ნიშნავს ამასთან, მიმდინარე მშენებლობაზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მხრიდან არა მხოლოდ მყიდველის ინფორმირებას ემსახურება, არამედ მისი გამჭვირვალობის სტანდარტების შეფასების საშუალებასაც იძლევა.
მომხმარებელთა კმაყოფილება: რას ფიქრობენ ძველი კლიენტები?
შეიძლება ერთი შეხედვით ყველაფერი მშვენივრად ჩანდეს, და ფურცელზეც კომპანია სუფთა იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმიჯი რეალობას ცდებოდეს.
ნუ დაიზარებთ და გაესაუბრეთ მათ, ვინც უკვე შეიძინეს ბინები კომპანიისგან, რომელმაც დაგაინტერესათ. მნიშვნელოვანია ძველი მყიდველები უმეტესწილად დადებითად აფასებდნენ კომპანიას. მათი გამოცდილება თანხვედრაში იყოს კომპანიის დაპირებებთან, განსაკუთრებით მშენებლობის ხარისხისა და მომსახურების კუთხით.
მყიდველებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აზრის დაფიქსირება სხვადასხვა პლატფორმაზე. სანდო კომპანია არ ცდილობს (და არ სჭირდება) ნეგატიური შეფასებების დაბლოკვას, რადგან, როგორც წესი, მას პირველ რიგში კმაყოფილი მომხმარებლები იცავენ. მსგავსი დამოკიდებულება სანდოობის მაჩვენებელია პოტენციური მყიდველისთვის.
რამდენად რეალისტურია სამშენებლო კომპანიის დაპირებები?
თუ კომპანია ცდილობს პროექტები გადაჭარბებულად მომგებიანად წარმოაჩინოს, მაშინ ასეთი კომპანიისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. მაგალითად, სანდო სამშენებლო კომპანიები ბათუმში არ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ პერიფერიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა ისეთივე მომგებიანი საინვესტიციო ქონებაა, როგორც ზღვისპირა აპარტამენტები.
ასევე, მნიშვნელოვანია რეალისტური მშენებლობის ვადები და გრაფიკი - სანდო კომპანია არ დაგპირდებათ წლის ბოლოს დასრულებულ პროექტში შესახლებას, როდესაც საძირკველი ახალი ჩაყრილია.
დამატებით, კომპანია ღიად უნდა საუბრობდეს პოტენციურ გამოწვევებზე, როგორიცაა შესაძლო ნებართვების დაგვიანება ან ლოჯისტიკური შეფერხებები. არ ღირს ურთიერთობა კომპანიასთან, რომელიც ციდან მთვარეს გპირდებათ - ის ან წარბშეუხრელად გატყუებთ, ან არ შეუძლია საკუთარი ძალების ობიექტურად გათვლა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ისევ თქვენ დაზარალდებით.
რამდენად სამართლიანია კომპანიის პირობები?
ნამდვილად სანდო სამშენებლო კომპანიებმა იციან რომ გრძელვადიან ბიზნესში არიან და არც ცდილობენ სექტორში მოსვლის პირველივე დღეს გამდიდრდნენ. ისინი არ აზვიადებენ პროექტების ფასებს; ითვალისწინებენ ადგილმდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის რეალურ ღირებულებას.
ამასთან, ესმით პროცესის კომპლექსურობა და პოტენციურ მყიდველებს სთავაზობენ მოქნილ პირობებს პირველად შენატანსა და განვადებაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს დაბალ საწყის შენატანს, გრძელვადიან გადახდის გეგმებს და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს.
კარგ კომპანიებს ასევე აქვთ მკაფიოდ გაწერილი პირობები და გარანტიები დასრულებულ პროექტზე და შემდგომი მომსახურების გამართული პოლიტიკა, რაც პოტენციურ მყიდველთან გრძელვადიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
არის თუ არა OKTO GROUP კომპანია რომელსაც შეიძლება ვენდო?
სამშენებლო დეველოპერული კომპანია OKTO GROUP-ის უკან დგანან გამოცდილი პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ამბიცია შექმნან მრავალფუნქციური სივრცეები სრულყოფილი ცხოვრებისთვის. კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად. OKTO ART HOUSE, ამჟამად მიმდინარე პროექტი, შთაგონებულია ქართული ხელოვნების ელემენტებით და გათვლილია მაცხოვრებელთათვის სრული კომფორტის შესაქმნელად.
OKTO GROUP უზრუნველყოფს პოტენციურ მყიდველთათვის სრულ გამჭვირვალობას მშენებლობის ყველა ეტაპზე და სთავაზობს მომხმარებლებს ხელსაყრელ გადახდის პირობებს - მხოლოდ 10% წინასწარი შენატანით და 0%-იანი შიდა განვადებით 50 თვეზე. დაგვიკავშირდით, გაიგეთ მეტი, და, თუ აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ღირებულებები და ამბიციები თანხვედრაშია - შეიძინეთ მშენებარე ბინები ბათუმში ზღვის ხედით უკეთეს მომავალში საინვესტიციოდ.