უძრავი ქონების გარშემო ხშირად დასმული კითხვები

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. European Best Destinations-ის მიერ ქალაქის ინვესტირებისთვის საუკეთესო ტოპ-10 ევროპულ მიმართულებაში შეყვანამ კი კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. 

ეს მოკლე გზამკვლევი გამიზნულია პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომლებსაც ბათუმში მშენებარე ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანები ყველაზე ხშირად სვამენ.

რა არის საინვესტიციო ქონება?

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ აქტივებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფენ: საცხოვრებელი და კომერციული. საცხოვრებელი სივრცე კი, თავის მხრივაც, ხშირად ორ კატეგორიად იყოფა: პირველია რეზიდენტული სივრცე, რომელსაც საცხოვრებლად იძენენ, მეორე კი საინვესტიციო ქონება, რომლის შეძენის მთავარი მიზანიც შემოსავლის მიღება და კაპიტალის გაზრდაა. 2020-იანი წლების ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ისეთ საინვესტიციო ქონებას, რომელიც ეკონომიკური რყევებისგან დაცულია, კაპიტალის შენარჩუნებისა და მისი სტაბილური ზრდის საშუალებას იძლევა. Knight Frank Global House Price Index-ის თანახმად, უძრავი ქონება გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საინვესტიციო ინსტრუმენტია გრძელვადიან პერიოდში, რომელიც თითქმის ყოველთვის დაცულია ინფლაციისგან. 

გაიგეთ მეტი საინვესტიციო ქონების შესახებ ჩვენი დეტალური გზამკვლევით "საინვესტიციო ქონების უპირატესობები".

რამდენად უსაფრთხოა ბათუმში ცხოვრება?

ბათუმი გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით, აქ ფუნქციონირებს მუზეუმები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები და სხვა გასართობი დაწესებულებებით. ამასთან, ბათუმი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება. დანაშაულის საერთო დონე დაბალია, განსაკუთრებით ძალადობრივი დანაშაულის. თუმცა, როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, სეზონზე დამსვენებლების მატებასთან ერთად იზრდება წვრილმანი ხულიგნობისა და ჯიბის ქურდობის შემთხვევები. მათგან თავის დასაცავად იგივე სტრატეგიას უნდა მიმართოთ რასაც ნებისმიერ სხვა დიდ ევროპულ ქალაქში მოგზაურობისას მიმართავდით - არ დატოვოთ ჩანთა ღია, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს და ა.შ. საერთო ჯამში კი, ბათუმში ცხოვრება ნამდვილად კომფორტული და უსაფრთხოა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი სტატია “ბათუმში ცხოვრების გზამკვლევი” და გაიგე მეტი ბათუმში ცხოვრების შესახებ.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი თუ საქართველოს მოქალაქე არ ვარ?

საქართველოს საბანკო სისტემა საკმაოდ მოქნილია და არამოქალაქეებსაც თავისუფლად სთავაზობს ფინანსური პროდუქტის ფართო სპექტრს. აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც არარეზიდენტებმა უნდა წარადგინონ ბევრით არ განსხვავდება მოქალაქეებისგან - საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი, შემოსავლისა და დასაქმების დამადასტურებელი საბუთები. ბინადრობის ნებართვა არ არის სავალდებულო, თუმცა არსებობის შემთხვევაში უმჯობესია წარდგენა - აჩქარებს პროცესს და ზრდის დადებითი პასუხის ალბათობას. როგორც წესი, იპოთეკური სესხი უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია იმავე პირობებით, რაც ადგილობრივებისთვის, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში პროცენტი შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს (უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბანკს ინდივიდუალური პირობები აქვს). 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკური სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში დაახლოებით 14%-ია, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში - 8-9%. 

თუ უფრო დეტალურ გზამკვლევს ეძებთ გაეცანით ჩვენს სტატიას “იპოთეკური სესხი უცხოელებისთვის”.

როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია?

პირველ რიგში უნდა შემოწმდეს კომპანიის იურიდიული სტატუსი და მშენებლობის ნებართვები. სანდო სამშენებლო კომპანია არაფერს მალავს, რადგან იცის რომ სრული გამჭვირვალობა ყველაფერთან ერთად კარგი მარკეტინგული ტაქტიკაცაა - გამოითხოვეთ ინფორმაცია ნებართვებზე, არქიტექტურულ გეგმაზე და მასალებზე (დამოუკიდებლად გადაამოწმეთ მშენებლობისას გამოყენებული მასალების ხარისხი). დროული კომუნიკაცია კიდევ ერთი კარგი ინდიკატორია. ასევე ყურადღება მიაქციეთ კომპანიის რეპუტაციას და არსებული მომხმარებლების გამოცდილებას. გახსოვდეთ, რომ ნამდვილად სანდო დეველოპერი არასდროს დაგპირდებათ არარეალისტურ ვადებს ან გადაჭარბებულ მოგებას - ის ყოველთვის გულწრფელად ისაუბრებს როგორც შესაძლებლობებზე, ისე პოტენციურ გამოწვევებზე. 

თუ სანდო სამშენებლო კომპანიას ბათუმში ეძებთ გაეცანით ვრცელ ბლოგს “როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია ბათუმში”.

უძრავ ქონებაში ინვესტირება როგორ ხდება?

უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთი შეხედვით მარტივი პროცესია - ირჩევ სასურველ ფართს, აშენებულს თუ მშენებარეს, აფორმებ საჭირო დოკუმენტაციას და პროცესიც დამთავრებულია. მაგრამ რეალურად, სანამ საქმე ფართის შეძენამდე მივა კარგად უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების ფართობი, ფასი, და დანიშნულება - ერთი სიტყვით, საჭიროა სიღრმისეული სამომავლო გეგმა. ქალაქში უძრავ ქონებაში ინვესტირება პოპულარულია ოთხი ძირითადი მიმართულებით: საცხოვრებელი აპარტამენტები გრძელვადიანი გაქირავებისთვის, ტურისტული აპარტამენტები მოკლევადიანი გაქირავებისთვის, კომერციული ფართები და სასტუმროები. საცხოვრებელი აპარტამენტები ითვლება ყველაზე კონსერვატიულ და სტაბილურ ინვესტიციად, მაშინ როცა ტურისტული აპარტამენტები უფრო მაღალ მოგებას იძლევა, თუმცა მეტ რისკებთანაა დაკავშირებული სეზონურობის გამო. კომერციული ფართები და სასტუმროები კი, როგორც წესი, შედარებით გამოცდილ ინვესტორებზეა გათვლილი, რადგან მოითხოვს როგორც მნიშვნელოვან საწყის კაპიტალს, ისე აქტიურ მართვას.

ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამიტომ უძრავ ქონებაში ინვესტირება ბათუმში გსურს გაეცანი ბლოგს “უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში”.