საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
ბათუმი უკვე დიდი ხანია პოპულარულია როგორც ტურისტული მიმართულება, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს როგორც გრძელვადიანი დასახლებისთვის ოპტიმალური ლოკაცია.
არაა გასაკვირი, რომ მაცხოვრებლების რიცხვის ზრდასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების არსებობამ - პოტენციური მყიდველები, განსაკუთრებით მილენიალები, სწორედ აქ ეძებენ პირველ რიგში ბინას საყიდლად. მაგრამ რატომ? რა ისეთ სარგებელს სთავაზობს საცხოვრებელი კომპლექსი, რომ ხშირად პოტენციური მყიდველები მზად არიან მეტი გადაიხადონ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დეტალურად განვიხილოთ საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი უპირატესობები.
კომფორტი, მოხერხებულობა და უსაფრთხოება
როგორც წესი, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს მაცხოვრებლების ყველა საჭიროებას. იდეალურ შემთხვევაში, მაცხოვრებლებს საერთოდ არ სჭირდებათ კომპლექსის დატოვება პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ტერიტორიაზე ხშირად განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, კაფეები, ფიტნეს დარბაზები და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. OKTO ART HOUSE-შიც, ბათუმის ახალ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, ტერიტორიაზევე იპოვით რესტორანს, კაფეს, სამუშაო სივრცეს, საბავშვო სათამაშო ოთახს და ფიტნეს დარბაზს.
უსაფრთხოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანამედროვე კომპლექსები აღჭურვილია 24/7 ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით და დაცვის სამსახურით. მცხოვრებლების უმეტესობა ამის ფონზე უფრო დაცულად გრძნობს თავს.
ინფრასტრუქტურა და დიზაინი
საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორია. როგორც წესი, როგორც გარე ტერიტორიის, ისე ფასადისა და ინტერიერის დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალი დიზაინერების მიერ, თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. კომპლექსს ხშირად აქვს გამწვანებული ეზო, სადაც განთავსებულია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები. ასევე, ბევრი კომპლექსი სთავაზობს მყიდველებს როგორც თეთრი კარკასის, ისე სრულად მოწყობილი ბინების შეძენის საშუალებას - რემონტის თავიდან აცილების შესაძლებლობა ბევრისთვის მნიშვნელოვანი მიმზიდველი ფაქტორია.
თანამედროვე კომპანიები ცდილობენ არა მხოლოდ ხარისხის, არამედ ესთეტიკის კუთხითაც ორიგინალური პროექტები შექმნან, რათა სივრცე კლიენტის თვალში უფრო მიმზიდველი გახადონ. OKTO ART HOUSE-ის მაგალითზე, პროექტის კონცეფცია ეფუძნება ხელოვნების რვა ელემენტს და აქტიურად არის გამოყენებული კონკრეტულად ქართული ხელოვნება. თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის არა უბრალოდ ხარისხიან და თანამედროვე, არამედ სრულიად გამორჩეულ ესთეტიკურ გარემოს.
ენერგოეფექტურობა და მდგრადი განვითარება
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების პროექტირებისას დიდი ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობას. ეს ერთი მხრივ განპირობებულია ამჟამად აქტუალური ეკოლოგიური საკითხებით და, მეორეს მხრივ, თანამედროვე მომხმარებლებში კომფორტის მაღალი სტანდარტების მოთხოვნილებით. გულისხმობს თბოიზოლაციის მაღალ სტანდარტებს, ენერგოეფექტურ განათების სისტემებს და ზოგჯერ მზის პანელების გამოყენებასაც კი, თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. მაგალითად, კონკრეტულად ბათუმში ყველაზე ელიტურად ითვლება ზღვისპირა აპარტამენტები, რომლებიც ყველაფერ ზემოთჩამოთვლილთან ერთად აღჭურვილია უახლესი სტანდარტის ენერგოეფექტური სისტემებით.
OKTO ART HOUSE-იც იცავს ძირითად სტანდარტებს: უმაღლესი ხარისხის მასალა, სქელი კედლები და ორმაგი მინის ფანჯრები, უზრუნველყოფს სითბოსა და ხმაურის იზოლაციას.
ინვესტიცია უძრავ ქონებაში
საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა ხშირად კარგი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. მაღალი ხარისხის მშენებლობა, თანამედროვე დიზაინი და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ზრდის ქონების ღირებულებას დროთა განმავლობაში.
თუ სერიოზულად განიხილავთ ინვესტიციას უძრავ ქონებაში, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ასპექტებიც როგორც ადგილმდებარეობა და ხედები - ცენტრალურ უბნებში, შედარებით მაღალ სართულებზე განლაგებული ბინები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ დროთა განმავლობაში უფრო მაღალ ROI-საც სთავაზობს ინვესტორს.
მაგალითად, თუ კონკრეტულად ბათუმზე ვისაუბრებთ, რასაკვირველია განსაკუთრებით მიმზიდველია ზღვისპირა პროექტები, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ პირველივე ზაფხულის სეზონზე შეიძლება მათი გაქირავებით შემოსავლის მიღება. მეორეს მხრივ როდესაც ხალხი ეძებს ბინებს ბათუმში ზღვის ხედით ყოველთვის არ ითვალისწინებს, რომ სანაპირო ზოლი შესაძლოა არ იყოს ოპტიმალური გრძელვადიანი ბინადრობისთვის მაღალი აქტიურობისა და ხმაურის დონის გამო.
OKTO ART HOUSE ბათუმის ახალი ბულვარის მახლობლად მდებარეობას, ზღვიდან 500 მეტრის დაშორებით. მდებარეობა სპეციალურად შეირჩა ისე, რომ ბალანსი დაცულიყო მოკლევადიანი მდგმურებისა და გრძელვადიანი ბინადრების ინტერესებს შორის - ტერიტორია ახლოა სანაპიროსთან, მაგრამ თავად გარემო აქ შედარებით მშვიდია.
საბოლოო ჯამში, საცხოვრებელი კომპლექსი მიმზიდველია იმით, რომ აერთიანებს თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო ყველა ელემენტს: კომფორტს, უსაფრთხოებას, თანამედროვე დიზაინს და მდგრად განვითარებას.