ინტერიერის დიზაინი: 9 ყველაზე პოპულარული სტილი დღეს

ალბათ არასდროს არ ყოფილა სახლის ინტერიერის დიზაინი ისეთი დიდი გამოწვევა როგორც ახლა. თუ ადრე ყოველთვის ერთი ან ორი ტრენდი დომინირებდა, დღესდღეობით ათობით სტილია დამკვიდრებული, რომლებიც ელვის სისწრაფით ცვლის ერთმანეთს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა არის ინტერიერის დიზაინში აქტუალური 2020-ანების ათწლეულში და როგორ უნდა მოვაწყოთ ბინა ისე, რომ წლების განმავლობაში არ დაგვჭირდეს სტილის შეცვლა.

ამჟამად პოპულარული შიდა ინტერიერის დიზაინის მიმდინარეობები შეგვიძლია 5 ძირითად მიმდინარეობად დავყოთ. დანარჩენი უკვე ძირითადად ამ მიმდინარეობების განშტოებებია, რომლებსაც თავიანთი სახასიათო დეტალები გააჩნია.

ეს ძირითადი მიმდინარეობებია:

მინიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

ალბათ უკვე იმათაც კი აქვთ ზედაპირული წარმოდგენა მინიმალისტურ მიმდინარეობაზე, ვისაც არასდროს ქონია ინტერიერის დიზაინთან შეხება. მინიმალიზმი ემყარება პრინციპს "ნაკლები მეტია" (less is more). ახასიათებს სისადავე და ფუნქციურობა. ინტერიერში დომინირებს არსებითი ელემენტები რომლებიც კონკრეტულ როლს ემსახურება, ზედმეტი ნივთები და დეკორი მინიმუმამდეა დაყვანილი. იყენებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს და ნეიტრალურ ფერებს, ხშირად თეთრს, ნაცრისფერს ან ბეჟს. ავეჯი მარტივია, სწორი კონტურებით და ზედმეტი დეკორატიული ელემენტების (მაგ. მოხატულობა და ჩუქურთმები) გარეშე, ხოლო აქსესუარები მინიმუმამდეა დაყვანილი და შერჩეულია მკაცრად ფუნქციური დანიშნულებით. ვიზუალი უნდა იყოს მსუბუქი და მყუდრო, ყურებისას ზედმეტი დეტალები თვალებს არ ღლიდეს.

 

სუარათი - მინიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

 

პოპულარული განშტოებები: სკანდინავიური, ჯაპანდი, თანამედროვე მინიმალიზმი

სკანდინავიური სტილი

სკანდინავიურ სტილში მოწყობილი აპარტამენტები გამოირჩევა ფუნქციურობაზე ორიენტირებულობით და ბუნებრივი მასალების გამოყენებით. დიდია აქცენტი ღია სივრცეებზე და ბუნებრივი განათების წყაროებზე. როგორც წესი, სკანდინავიური სტილის დიზაინში კედლები ან თეთრადაა შეღებილი, ან ღია ფერის ხის ან აგურის იმიტაციითაა მოპირკეთებული - იმიტაცია პოპულარული გადაწყვეტაა თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, როდესაც ნატურალური ხის კედლებზე წვდომა ლიმიტირებულია.

  ინტერიერის დიზაინი სკანდინავიური სტილი

OKTO ART HOUSE

 

ჯაპანდი

Japandi ორი მინიმალისტური მიმდინარეობის - უკვე გარდამავალი იაპონური ზენისა და კვლავ უცვლელად პოპულარული სკანდინავიური სტილის ნაზავია. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელი ფუნქციურობისა და ბუნებრივი მასალების გარდა იყენებს იაპონური სტილისთვის სახასიათო მუქ ფერებს - მწვანეს, ბადრიჯნისფერს, შავს, ტერაკოტას. ასევე, სხვა მინიმალისტური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, დეკორში პოპულარულია ნატურალურ მწვანე, დიდფოთლიან მცენარეებზე. იაპონური სტილი მათ აღიქვამს როგორც სიმშვიდის შემქმნელ ელემენტს, არა როგორც უფუნქციო მოსართავს.

 

ჯაპანდი

თანამედროვე მინიმალიზმი

თანანედროვე სტილი მინიმალიზმში, ე.წ. contemporary, მინიმალიზმის სისადავეს თანამედროვე ტენდენციებთან აერთიანებს. მინიმუმამდეა დაყვანილი დეკორატიული ელემენტები, მაგრამ გამოყენებულია უფრო თანამედროვე მასალები (შუშა და მეტალი მინიმალიზმისთვის ტრადიციულ ხესა და ქვასთან ერთად). სივრცე ხშირად ღიაა, ნათელი და ცენტრალური როლი თანამედროვე ტექნიკას უკავია.

 

თანამედროვე მინიმალიზმი

 

მოდერნი ინტერიერის დიზაინში

მოდერნსა და მინიმალიზმს ბევრი საერთო აქვთ, თუმცა რამდენიმე ძირეული განსხვავების გამო სხვადასხვა სტილად განიხილება. მოდერნი მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარდა, ბაუჰაუსისა და ინდუსტრიული რევოლუციის გავლენით. მინიმალიზმი კი უკვე მოდერნის ძირითადი იდეების - ფუნქციურობაზე აქცენტისა და დატვირთული დეკორატიული ელემენტების გაქრობის - ზენიტში აყვანაა. მოდერნი იყენებს უფრო მეტ ფერს და ტექსტურას, ხშირად რთავს სივრცეს ხელოვნების ნიმუშებით. შეიძლება შეგვხვდეს თეთრი კარკასი, რომელიც ქმნის კონტრასტს ფერად ელემენტებთან. უფრო მეტად ფოკუსირდება დიზაინის ექსპერიმენტულ და მხატვრულ ასპექტებზე.

  მოდერნი OKTO ART HOUSE-ის მაგალითზე

OKTO ART HOUSE

პოპულარული განშტოებები: არტ-დეკო, ინდუსტრიული

არტ-დეკო

არტ-დეკო მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ახასიათებს დახვეწილი ორნამენტები, მეტალის და ხის ერთდროულად გამოყენება, გეომეტრიული ფორმები და ნათელი ფერები, მაგრამ მინიმალისტური სტილის ბინის ინტერიერის დიზაინისგან განსხვავებით მდიდრული და გლამურულია, ფართოდ იყენებს დეკორატიულ ელემენტებს, არ უფრთხის “უფუნქციობას.”

 

არტ დეკო ინტერიერის დიზაინში

 

ინდუსტრიული სტილი

ინდუსტრიული სტილი იყენებს უხეშ, დაუმუშავებელ ელემენტებს, ქმნის ე.წ. “ფაბრიკის” ესთეტიკას. ახასიათებს სივრცეში ღიად დატოვებული მილები, დაუფარავი აგურის კედლები, ბეტონის იატაკები და მეტალის დეტალები. დაიწყო ინდუსტრიული დაწესებულებების საცხოვრებელ სივრცეებად ტრანსფორმაციის საფუძველზე, დღესდღეობით კი ხშირად გხვდება ჩვეულებრივ საცხოვრებელ კომპლექსებშიც.

  OKTO ART HOUSE ინდუსტრიული სტილი

OKTO ART HOUSE

 

მაქსიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

მაქსიმალიზმი მინიმალიზმის ანტიპოდია. უარყოფს “ნაკლები მეტია” პრინციპს და აქცენტს ფერებზე, დეკორსა და ეკლექტიკაზე აკეთებს. ახასიათებს მკვეთრი ფერები, მრავალნაირი ტექსტურები და ფასონების თამამი შერწყმა. საბოლოო მიზანია დიზაინი იწვევდეს ვიზუალურ სტიმულაციას. ფართოდ გამოიყენება დეკორატიული ელემენტები, მრავალრიცხოვანი აქსესუარები, ხელოვნების ნიმუშები. მაქსიმალიზმის მიმდევრები თვლიან რომ მიმდინარეობა პერსონალურ სტილს უნდა გამოხატავდეს და ენერგიულ, “ცოცხალ” სივრცეს ქმნიდეს - მინიმალისტური სტერილურობის საპირწონედ.

 

მაქსიმალიზმი ინტერიერის დიზაინში

 

პოპულარული განშტოებები: ბოჰო, ხმელთაშუა.

ბოჰო (ბოჰემური)

ბოჰო სტილის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მას “არ აქვს ერთიანი სტილი”. ბოჰო ინტერიერის დიზაინი თვალშისაცემად ეკლექტურია და ხშირად აერთიანებს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ვერ ერწყმის. ერთ სივრცეში სრულიად რეალურია გამოყენებული იყოს სხვადასხვა კულტურის, პერიოდისა და ტექსტურის დეტალები. ახასიათებს მდიდარი კაშკაშა ფერები, ეკლექტური ფასონები, მრავალფეროვანი პრინტებით, და ვინტაჟური ნივთები. იშვიათად, რომელიმე დეველოპერულმა კომპანიამ შესთავაზოს კლიენტს მზა ბოჰო დიზაინი ბინის შეძენისას - ამ სტილის მოწყობა თითქმის ყოველთვის მფლობელის პერსონალური ხასიათის გამოვლინებაა.

 

ბოჰო (ბოჰემური) ინტერიერი

 

ხმელთაშუა ზღვის სტილი

ხმელთაშუა ზღვის სტილი ინტერიერის დიზაინმა შთაგონება სამხრეთ ევროპის სანაპირო რეგიონების (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) ატმოსფეროში იპოვა. ახასიათებს ნათელი, მზიანი ფერები (ყვითელი, ნარინჯისფერი, ტერაკოტა, ლურჯი და მწვანე), ბუნებრივი მასალები (ქვა, ხე, კერამიკა), რბილი ავეჯი და მარტივი, ელეგანტური ფორმებით. ხალისიან ფერებში მოხატული კერამიკის ფილების გამოყენება სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სახასიათო ელემენტია. ხშირად დეკორაციისთვის გამოიყენება მცენარეებიც.

 

ხმელთაშუა ზღვის სტილის დიზაინი

 

ტრადიციული (კლასიკური) ინტერიერის დიზაინი

“ტრადიციულ” ინტერიერის დიზაინის სტილს ახასიათებს პირველ რიგში სიმეტრია, ჰარმონია, და ელეგანტურობა. მინიმალიზმისგან განსხვავებით უყვარს დეკორატიული ელემენტები - მაგრამ ზომიერად. გამოიყენება მდიდრული ქსოვილები, ანტიკვარული (ან მიმსგავსებული ავეჯი), კედლებზე ხშირად კიდია ხელოვნების ნიმუშები. ფერთა პალიტრა ძირითადად ნეიტრალური და თბილია, პოპულარულია მუქი ხის ტონები. დამახასიათებელია რთული არქიტექტურული დეტალები, მაგ. მოჩუქურთმებული კარნიზები, პანელები და ბუხრები. ხის ავეჯი ხშირად მოხატულია, ხოლო ქსოვილები მდიდრული ტექსტურებითა და ფასონით გამოირჩევა.

 

ტრადიციული (კლასიკური) ინტერიერის დიზაინი

 

თანამედროვე იტერაცია ევროპულ, განსაკუთრებით ინგლისურ და ფრანგულ კლასიკურ დიზაინს ეფუძნება და მიზანია შეიქმნას გარემო, რომელიც ათწლეულების შემდეგაც კი კომფორტულად და ელეგანტურად ჩაითვლება.

რუსტიკა ინტერიერის დიზაინში

რუსტიკული (rustic) სტილი ინტერიერის დიზაინში სოფლის ცხოვრების სიმარტივისა და ბუნებასთან სიახლოვეზე აკეთებს გათვლას. ახასიათებს ბუნებრივი, დაუმუშავებელი მასალების გამოყენება, განსაკუთრებით უხეში და გაუთლელი ხე და ქვა. ინტერიერში ხშირად გვხვდება ღია ხის ძელები, ქვის კედლები და ე.წ. “რუსტიკული” (მაგარი ხის ჯიშისგან - მუხა, ფიჭვი, ა.შ. დამზადებული) იატაკი. ფერთა პალიტრაც ძირითადად ბუნებრივ ტონებს ეფუძნება - პოპულარულია ყველა ტონის ყავისფერი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი. ავეჯი მასიურია და ხშირად ხელნაკეთი, ვინტაჟური ან ანტიკვარული ელემენტებით. დეკორში გამოიყენება ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ტყავი, ბამბა და მატყლი.

 

რუსტიკული (rustic) სტილი ინტერიერის დიზაინში

პოპულარული განშტოებები: Farmhouse, Cottage Style, Country House

მათ შორის ძირეული განსხვავებები მცირეა და ძირითადად დაუმუშავებელი მასალებისა და თანამედროვე დეტალების გამოყენების ბალანსზე გადის. Farmhouse ყველაზე აქტიურად იყენებს დაუმუშავებელ მასალას, ხოლო ყველაზე დაბალანსებული ე.წ. Country House სტილია, რომელიც დღესდღეობით ურბანულ არეალშიც აქტიურად გამოიყენება.

თუ ხელოვნებასა და დიზაინს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გაეცანით OKTO GROUP-ის შემოთავაზებებს და იპოვეთ თქვენი ოცნების მშენებარე ბინა ბათუმში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესთეტიკა საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. OKTO ART HOUSE შენდება სწორედ მათთვის, ვისაც არქიტექტურაში სილამაზის მნიშვნელობა ესმის.