დასრულებული VS მშენებარე ბინები: როგორ გავაკეთოთ არჩევანი?

დასრულებულ და მშენებარე ბინებს შორის არჩევანის გაკეთება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთებაც უძრავი ქონების შეძენისას მოგიწევთ. ორივე ვარიანტს თავისი უპირატესობები და გამოწვევები ახლავს - ფინანსური შესაძლებლობები, დრო, რისკი. პირადი პრეფერენციები, ა.შ. - ყველა ეს ასპექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აუცილებელია თითოეულის გულდასმით შესწავლა და ანალიზი.

 

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თითოეული ვარიანტის უპირატესობებს, რათა აპარტამენტების შეძენისთვის მომზადების პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

 

დასრულებული ბინის შეძენის უპირატესობები

დასრულებული ბინა პოპულარული არჩევანია ისეთ მყიდველებში, რომლებისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორები დრო, კომფორტი, სტაბილურობა, და რისკების მინიმიზაციაა.

 

პირველ რიგში, ასეთი ბინა გულისხმობს უმოკლეს ვადაში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობას. ვისაც დაუყოვნებლივ სჭირდება საცხოვრებელი ადგილი ან აპირებს უმოკლეს დროში დაიბრუნოს თავისი განხორციელებული ინვესტიცია, ეს გაცილებით უფრო მოხერხებული ვარიანტია, ვიდრე მშენებლობის დასრულების ლოდინი.

 

გარდა ამისა, მყიდველმა ზუსტად იცის რას იღებს. შესაძლებელია ბინის საბოლოო სახის, მდგომარეობისა და ხარისხის შემოწმება. ასეთ ბინაში უფრო მარტივია სივრცის რეალისტური აღქმაც. მსგავსი ბინის შეძენისას ნაკლებია რისკი გაუთვალისწინებელ პრობლემებს გადააწყდეთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ რჩება ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ელექტროგაყვანილობისა და კანალიზაციის შემოწმება.

 

ბინის შეძენის პლიუსებს ემატება ისიც, რომ თქვენ წინასწარ იცით, როგორ გამოიყურება თავად შენობა და გარემო: პარკინგი, ეზო, და საერთო სარგებლობის სივრცეები და სამეზობლოს საერთო ატმოსფერო.

 

არა უკანასკნელია ფინანსური ფაქტორიც. ფინანსური თვალსაზრისით, დასრულებული ბინის შეძენა შესაძლოა უფრო მარტივი აღმოჩნდეს. მაგალითად, შესაძლოა უფრო ადვილი იყოს დასრულებულ ბინაზე უფრო იპოთეკური სესხის აღება, რადგან ისინი ნაკლებად რისკიან ინვესტიციად მოიაზრება (თუმცა იპოთეკური სესხის რისკის შეფასება კომპლექსური საკითხია და ბანკიც გაცილებით მეტ დეტალს ეყრდნობა, ვიდრე ბინის დასრულების სტატუსი. ამას ემატება ისიც, რომ თუ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ ამოგების მიღება ბინის გაქირავებით.

 

ბევრი მყიდველი ირჩევს ბინის შეძენას თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ეს ოპტიმალური კომპრომისია მშენებარე პროექტსა და სრულიად გაწყობილ აპარტამენტებს შორის. როგორც წესი, თეთრი კარკასი არ ითვლება მზად დაუყოვნებლივ შესასახლებლად - სულ მცირე, კედლების შეღებვა, ტექნიკით აღჭურვა და ავეჯით გაწყობა სჭირდება. სამაგიეროდ საშუალებას აძლევს მყიდველს შიდა სივრცე საკუთარი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით მოაწყოს. და, რასაკვირველია, ეს ლოდინის პერიოდი გაცილებით მოკლეა მშენებლობის დასრულების ლოდინთან შედარებით.

 

მშენებარე ბინის უპირატესობები

მშენებარე ბინა მიმზიდველი არჩევანია ისეთი მყიდველებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები, თანამედროვე კომფორტის სტანდარტები, და პოტენციურად გათვლა აქვთ მაღალ საინვესტიციო მოგებაზე.

 

ფასის ფაქტორი, რასაკვირველია, ხშირად გადამწყვეტია. ეს კარგად იციან დეველოპერებმაც და ხშირად სთავაზობენ პოტენციურ მყიდველებს სპეციალურ ფასებსა და გადახდის პირობებს (როგორც დაბალი წინასწარი შენატანი და/ან უპროცენტო განვადება) საწყის ეტაპზე. მათ ეს ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებათ, მყიდველს კი საშუალებას აძლევს შეიძინოს ბინა უკეთეს პროექტში/მდებარეობაზე.

 

ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია გრძელვადიან ჭრილშიც. თუ პოტენციურ კლიენტს არ ეჩქარება ახალ ბინაში გადასვლა, ადრეულ ეტაპზე უძრავი ქონების შეძენა უფრო მომგებიანია. პირველ რიგში, დასრულებული ბინების ფასი ავტომატურად იმატებს რიგი ფაქტორების გამო, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. მეორე რიგში კი, რადგან უძრავი ქონების ფასების დინამიკა წლიდან წლამდე პოზიტიურია, მშენებლობის დროის სვლასთან ერთად, იმატებს თავად პროექტის ფასიც. ამიტომ ფასთა სხვაობა ადრეულ ეტაპზე ნაყიდ მშენებარე ბინასა და, პირობითად, 4 წლის შემდეგ დასრულებულ ბინაში შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მშენებარე ბინასა და დასრულებულ ბინაში დღეს.

 

არ უნდა უგულებელვყოთ დაცულობის ფაქტორიც. ბევრი მყიდველი ამჟამად მშენებარე პროექტებს ამჯობინებს იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ სჯერა თანამედროვე სტანდარტები - მათ შორის მშენებლობის სანდოობა, საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, ა.შ. - უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ძველ აშენებულ პროექტებში. ასეთი მყიდველი ამჯობინებს ამჟამად მშენებარე ბინის შეძენას რათა სამომავლოდ უფრო დაცულად იგრძნოს თავი. ამასთან, იმედი აქვს რომ ეს ბინა უფრო ეკოლოგიური და ეკონომიური იქნება გრძელვადიან პერიოდში.

 

თუმცა, რასაკვირველია, მშენებარე ბინასაც მოჰყვება თავისი რისკები. პოტენციურ კლიენტს უმეტეს შემთხვევაში წლების განმავლობაში არ შეეძლება ბინის საბოლოო ხარისხისა და მდგომარეობის შეფასება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო სამშენებლო კომპანიის მოძებნა, რომელიც მთელ ინფორმაციას სამშენებლოდ გამოყენებული მასალებიდან დაწყებული პროექტის გეგმით დამთავრებული სრულიად გამჭვირვალედ მოგაწოდებთ.

 

დასრულებული VS მშენებარე ბინები ინვესტირებისთვის

თუ უძრავი ქონების შეძენას კონკრეტულად საინვესტიციო მიზნით ფიქრობთ, მაშინ შესაძლოა თქვენთვის მოწინავე ისეთი ფაქტორები გახდეს, რომლებიც მეორეხარისხოვანია მათთვის, ვინც სტაბილურ საცხოვრებელს ეძებს.

 

მაგალითად, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ რომელ უბანში ყიდულობთ უძრავ ქონებას და რამდენად ერგება ეს უბანი თქვენს საინვესტიციო მიზნებს. როგორც წესი, ინვესტიციისთვის კარგია სწრაფად მზარდი უბნები და ტურისტული ცენტრები. მაგრამ თუ თქვენ გრძელვადიან რეზიდენტზე აპირებთ გაქირავებას, ტურისტული ცენტრი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი. აი კომერციული სივრცისთვის კი პირიქით, ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ასეთი ინვესტიცია მოითხოვს საფუძვლიან კვლევას ბაზრის ტენდენციებისა და სამშენებლო კომპანიის რეპუტაციის შესახებ.

 

ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი ხანი შეგიძლიათ მოიცადოთ ინვესტიციის ამონაგების მიღებამდე. ყველას არ ექნება შესაძლებლობა 4-7 წელი ელოდოს პროექტის დასრულებას. ვინც დროში შეზღუდულია, მათთვის ჯობია მეტი წინასწარი ინვესტიცია განახორციელონ რათა მოკლე ვადაში დაიწყონ ROI-ს ნახვა. ვისაც კი უფრო გრძელვადიან მოგებაზე აქვს გათვლა, პოტენციურად მეტ ბენეფიტს ნახავს თუ მოიცდის და ბინას მშენებარე პროექტში შეიძენს.

 

თუ ინვესტიციისთვის ეძებთ მაღალი ხარისხის მშენებარე ბინებს ბათუმში, კომფორტული, დაცული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით - მაშინ გაეცანით OKTO GROUP-ის შეთავაზებებს. ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვიდან 500 მეტრში მშენებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით. თუ ბათუმის უძრავ ქონებაში ინვესტიციაზე ფიქრობთ, აქ აუცილებლად იპოვით რასაც ეძებთ.