უძრავი ქონების შეძენა ბათუმში: კანონმდებლობა და გადასახადები

წლიდან წლამდე ბათუმი უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის სულ უფრო მიმზიდველი ლოკაციაა. მზარდი ტურისტული ინდუსტრია, სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა და ბიზნესისთვის მიმზიდველი პირობები ბევრ ადამიანს უბიძგებს დასახლდეს, ან საინვესტიციო ქონება შეიძინოს ქალაქში. ბათუმი ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქია ევროპაში, თუმცა ფასები სწრაფად იზრდება, რაც მაღალ უკუგებას ჰპირდება ინვესტორებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2024 წელს European Best Destinations-მა ინვესტირებისთვის საუკეთესო ტოპ-10 ევროპულ მიმართულებას შორის დაასახელა, მონაკოს, ნიცას, და ჟენევას გვერდზე.

უძრავი ქონების ძიება ბათუმში, როგორც წესი, ონლაინ პლატფორმებით იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ფასს, არამედ ადგილმდებარეობას, ინფრასტრუქტურას და ქონების მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ამოარჩევთ რამდენიმე მიმზიდველ პროექტს, საჭიროა უკვე თავად დეველოპერულ კომპანიებზე გადაერთოთ და თითოეული სიღრმისეულად შეისწავლოთ. აუცილებელია, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია გამჭვირვალედ მოქმედებდეს და სრულად მოგაწოდოთ ინფორმაცია პროექტზე, რომელმაც დაგაინტერესათ. თუ არის საშუალება, რეკომენდებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევა უძრავი ქონების შეფასებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი კონსტრუქციის შეძენისას - მიუკერძოებელი შეფასება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები მომავალში.

უძრავი ქონების შეძენა

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

  1. გამყიდველის საკუთრების უფლების დადასტურება: პირველ რიგში, აუცილებელია შეამოწმოთ, რომ გამყიდველს ნამდვილად აქვს ქონების გაყიდვის უფლება. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ ამონაწერი.
  2. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება: უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან დეტალს, როგორიცაა ქონების აღწერილობა, ფასი, გადახდის პირობები და ვადები. ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსთან.
  3. უძრავი ქონების რეგისტრაცია: პროცედურის წარმოება შესაძლებელია იუსტიციის სახლში ან ონლაინ. საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
    • განაცხადი
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
    • ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება
    • გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
    • სარეგისტრაციო შენატანის გადახდის ქვითარი

უძრავი ქონების დარეგისტრირება სტანდარტულად 4 სამუშაო დღეს მოითხოვს, თუმცა დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შესაძლებელია პროცესის დაჩქარებით 1 სამუშაო დღეში დასრულებაც.

უცხოელებისთვის უძრავი ქონების და აპარტამენტების შეძენა საქართველოში, მათ შორის ბათუმში, არ არის შეზღუდული, გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა. უძრავი ქონების გადაფორმებისთვის არარეზიდენტმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი (სტანდარტულ დოკუმენტაციასთან ერთად).

უძრავი ქონების ლეგალიზაცია

უძრავი ქონების ლეგალიზაცია შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუ აღმოჩნდება, რომ შენობას აქვს უნებართვო მიშენებები ან რეკონსტრუქცია. ეს პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. არქიტექტურული გეგმების მომზადება
  2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში
  3. ნებართვის მიღება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა
  4. ლეგალიზებული ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

ბევრი ადამიანისთვის ინვესტიცია ბათუმში მიმზიდველია იმის გამოც, რომ უძრავი ქონების ფლობაზე სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით გაცილებით ნაკლები გადასახადებია: ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარზე ნაკლებია უძრავი ქონება გადასახადისგან თავისუფალი არიან, პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარიდან 100 000 ლარამდეა, იხდის დაახ. 0.5%-ს. ხოლო პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, იბეგრება 0.8-1%-ით.

სანამ ბათუმში აპარტამენტებს შეიძენთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე საბაზისო რჩევა, რომელიც უძრავი ქონების შეძენასთან ასოცირებულ პრობლემების უმეტესობას მარტივად აგარიდებთ:

  1. შეამოწმეთ ქონების იურიდიული სტატუსი საჯარო რეესტრში;
  2. დარწმუნდით, რომ ყველა ტრანზაქცია ხორციელდება სანდო საბანკო არხების მეშვეობით;
  3. თუ არჩევთ ახალაშენებულ ან მშენებარე ბინას ბათუმში, შეამოწმეთ პროექტის ნებართვები და დეველოპერი კომპანიის რეპუტაცია (გაეცანით შეფასებებს, დაუკავშირდით მათ, ვინც უკვე შეიძინეს ბინა პროექტში და ჰკითხეთ რაიმე სირთულეებთან ხომ არ იყო დაკავშირებული უძრავი ქონების ყიდვა ან გადაფორმება, და ა.შ.);
  4. გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები, როგორიცაა გადასახადები და საკომისიოები (კარგი იქნება თუ შეძლებთ ამ ინფორმაციას პირდაპირ დეველოპერული კომპანიისგან გამოთხოვნას);
  5. გაეცანით სამეზობლოს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას - თუ აკმაყოფილებს პროექტი იმ მოთხოვნებს, რაც კომფორტულად ცხოვრებისთვის ან საინვესტიციო მიზნებისთვის გჭირდებათ? მაგ. თუ ქონების გაქირავებას გეგმავთ, წინასწარ შეისწავლეთ კონკრეტულ რაიონში გასაქირავებენ ფართებზე მოთხოვნა და საშუალო ფასები..

უძრავი ქონების შეძენა ბათუმში შეიძლება ძალიან მომგებიანი ინვესტიცია იყოს, თუ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს გაითვალისწინებთ და რისკებს შესაბამისად დათვლით.

თუ დაინტერესებული ხართ ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე, ახალ ბულვარზე, ელიტური უძრავი ქონების შეძენით - დეველოპერულ-სამშენებლო კომპანია OKTO GROUP-ის OKTO ART HOUSE პროექტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ პროცესის ყველა ეტაპზე.

შეიძინე ბინა ბათუმში მარტივად, OKTO GROUP-თან ერთად. დაიწყე ინვესტიცია მომავალში დღესვე - დაგვიკავშირდი მეტი ინფორმაციისთვის.