OKTO GROUP - ახალი სიტყვა ქართულ დეველოპმენტში
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია OKTO GROUP დაარსდა მისიით: შეექმნა ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ერთმანეთს შეერწყმება ხარისხი, თანამედროვე არქიტექტურა, მიმზიდველი დიზაინი და კომფორტი.
OKTO GROUP-ის მიზანია შესთავაზოს საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს ისეთი არჩევანი, რომელიც მათ ყოველმხრივ დააკმაყოფილებს. კომპანიის პირველი პროექტი, OKTO ART HOUSE, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, კომფორტს და ხელოვნებას, რათა შესთავაზოს მომხმარებელს მეტი, ვიდრე რიგითი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში ზღვის ხედით.
ჩვენ გვჯერა, რომ საცხოვრებელი თუ საინვესტიციო აპარტამენტების შეძენისას არავინ უნდა დადგეს კომპრომისის წინაშე, რომელიც აიძულებს ერთ-ერთი პრიორიტეტი დათმოს: ხარისხი თუ სტილი? დიზაინი თუ კომფორტი? OKTO GROUP-ის პროექტები იქმნება მათთვის, ვინც ეძებს სივრცეს, რომელიც მათ მიზნებსა და ამბიციებს სრულად მოერგება.
OKTO GROUP-ის მთავარი მისია:
OKTO GROUP ახალი დეველოპერული კომპანიაა ბათუმში, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე შემოვიდა მისიით შეექმნა მუდმივად განვითარებადი გარემო ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც ესთეტიკა არქიტექტურის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა, როგორც ხარისხი.
ჩვენი სახელიც, OKTO GROUP, სწორედ ამ მიზნებს ასახავს. შთაგონებულია ხელოვნების 8 ელემენტით: ფერი, კონტური, განზომილება, მედიუმი, გარემო, ტექსტურა, ღირებულება და მატერიალურობა.
ყველა ეს ელემენტი დიდი სიფრთხილითაა გათვალისწინებული ჩვენს პროექტში, რადგან მათი ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფნა განაპირობებს სრულიად სივრცულ ჰარმონიას - და მასთან ერთად ცხოვრებისთვის ოპტიმალურ პირობებს.
რატომ OKTO GROUP?
დეველოპერული კომპანია OKTO GROUP დგას პრინციპზე, რომ მთავარი შენებისას ხარისხი და სანდოობაა. მაღალი სტანდარტების გარეშე შეუძლებელია შექმნა პროექტი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებასა და ნდობას.
ჩვენ ვაშენებთ პროექტს, რომელიც, გვჯერა, ხარისხიან და კომფორტულ გარემოს შექმნის ცხოვრებისა და დასვენებისთვის.
არქიტექტურული ხელწერა - ჩვენი პროექტების მთავარი ქვაკუთხედია ხარისხი და ესთეტიკა ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს და იქმნებოდეს ერთიანი სივრცე, სადაც მაცხოვრებელი ყოველმხრივ დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს.
ოპერაციული სისტემა - საძირკვლის ჩაყრიდან ბინების ჩაბარებამდე გამართული, მუდმივად კონტროლირებადი და გამჭვირვალე პროცესები. პირველ რიგში ჩვენი დასახული მიზნების სრულყოფილად შესრულებაზე ვარ მიმართული.
თანამშრომლობა - ჩვენ და ჩვენი პროექტების მომავალი მფლობელები პარტნიორები ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ ხარისხში ინვესტირებას, იმიტომ რომ გვჯერა, ვინც ჩვენს პროექტს აირჩევს, მათაც იციან ხარისხის ფასი.
პასუხისმგებლობა და სანდოობა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს სიტყვებზე, ქმედებებზე, დასახულ ამოცანებსა და შედეგებზე და დასახული მაღალი სტანდარტების შესაბამისად ვგეგმავთ თანამშრომლობას სამომავლოდ ჩვენს პარტნიორებთან.
მაღალი სტანდარტები - ჩვენ არ მივდივართ კომპრომისებზე. არც დიზაინისას, არც შენებისას, და არც მომსახურების მიწოდებისას. გუნდი დაკომპლექტებულია საქმის პროფესიონალებით, რომელთა პრიორიტეტია დრო და გამოცდილება ეფექტურად გამოიყენონ რათა ჩვენი პროექტების მომავალ რეზიდენტებს მაქსიმალურად კომფორტული და გამჭვირვალე მომსახურება შესთავაზონ.
მუდმივი ზრდა - გვჯერა რომ ზრდის მთავარი საწინდარი არის სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ. და გვსურს ვიყოთ ქართული უძრავი ქონების განვითარების სფეროში საუკეთესო. ჩვენი პროექტი იწყება ერთიანი დაცდილი მთავარი პრინციპისდან: რომ მაღალი ხარისხი და სანდოობაა საძირკველი, რომელსაც დეველოპერული პროექტი უნდა ეყრდნობოდეს. მაგრამ ინდივიდუალიზმი, ესთეტიკა და კომფორტია ის შტრიხები, რომლებიც საუკეთესო პროექტებს უბრალოდ კარგი პროექტებისგან განასხვავებს. OKTO GROUP-მა თავის პირველ პროექტს საძირკველი ჩაუყარა მისიით - ააშენოს საუკეთესო. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ჩვენი ამბიციაა მაღალი თამასა, რომელიც ამჟამად გვიჭირავს, არასდროს დავწიოთ, არამედ გავხადოთ ის ჩვენი პროექტების სავიზიტო ბარათი.
მდგრადი განვითარება - ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში მდგრადი ინვესტიციები. სწორედ ამიტომ ვქმნით მდგრად პროექტებს, რომლებიც მრავალწლიან გამოყენებაზეა გათვლილი.
ვისთვისაა OKTO GROUP-ის პროექტები?
ჩვენი პროექტები განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ სურს კომპრომისის გაკეთება უძრავი ქონების შეძენისას, მიუხედავად იმისა საცხოვრებელი აპარტამენტებს ეძებს თუ საინვესტიციო უძრავ ქონებას.
თუ ეძებთ მაღალი ხარისხის პროექტს, რომელიც ამასთანავე დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე არქიტექტურულ ტრენდებსა და მომხიბვლელ დიზაინს, და თან უზრუნველყოფს მრავალმხრივ კომფორტს - მაშინ OKTO GROUP-ის პროექტები სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი.
რას გთავაზობთ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია OKTO GROUP?
ამჟამად OKTO GROUP-ის მთავარი მიმდინარე პროექტია OKTO ART HOUSE.
OKTO ART HOUSE არის მაღალი ხარისხის, ელიტური მშენებარე აპარტამენტები ზღვის ხედით ბათუმის ახალ ბულვარში.
კომპლექსი ზღვიდან სულ რაღაც 500 მეტრის დაშორებით, ახალ ბულვარში მდებარეობს და 6000 მ2 კერძო ტერიტორიაზეა გადაჭიმული. კომპლექსი მოიცავს ორ ბლოკს, რომელიც თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტებით არის დაპროექტებული და ინტერიერი ქართული მხატვრების ნამუშევრებითაა შთაგონებული. კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა აერთიანებს პირველადი საჭიროების, რეკრეაციულ და სპორტულ სივრცეებს.
თუ გაინტერესებთ ხართ მაღალი ხარისხის მშენებარე ბინები ბათუმში, მაშინ არტ ჰაუსი თქვენთვისაა. გაიგეთ მეტი პროექტზე ჩვენს ვებსაიტზე, ან დაგვიკავშირდით დეტალებისთვის.