OKTO ART HOUSE: თანამედროვე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის სანაპიროზე
OKTO ART HOUSE ახალი პროექტია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. მაღალი ხარისხის მასალები, მოდერნული არქიტექტურა, თანამედროვე დიზაინი სახასიათო შტრიხებით. OKTO GROUP ახალი დეველოპერული კომპანიაა ბაზარზე, რომელმაც თავიდანვე მიზნად დაისახა შეექმნა განსაკუთრებული პროექტი ადამიანებისთვის, რომლებაც არ სურთ კომპრომისზე წასვლა უძრავი ქონების არჩევისას.
ვთვლით, რომ საცხოვრებელ სივრცეში ხარისხი, ესთეტიკა და კომფორტი ერთმანეთს უნდა ავსებდეს, და OKTO ART HOUSE პროექტიც სწორედ ამ რწმენაზე დაყრდნობით შეიქმნა. ეს არის სივრცე მათთვის ვინც სამივე მახასიათებელს ერთ პროექტში ეძებს და არც ერთის დათმობა არ სურს.
OKTO ART HOUSE-ის კონცეფცია
OKTO ART HOUSE-ის სახელი სიმბოლურია და უკავშირდება ხელოვნების რვა ელემენტს: ფერი, კონტური, განზომილება, მედიუმი, გარემო, ტექსტურა, ღირებულება და მატერიალურობა. სახელი შევარჩიეთ იმის ხაზგასასმელად, რომ პროექტის დაგეგმვისას ცენტრალური ფუნქცია სწორედ ამ ელემენტებმა ითამაშეს. საბოლოო მიზანი იყო მათზე დაყრდნობით შექმნილიყო ერთიანი, ჰარმონიული სივრცე.
კომპლექსის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კონკრეტულად ქართული ხელოვნება. თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. პროექტის ერთ-ერთი საამაყო კონცეფციაა ბავშვთა სამხატვრო სკოლა და გალერეა. გვინდოდა ხელოვნების, როგორც კომპლექსის გეგმის ცენტრალური ელემენტის, გავლენა ყველა ასპექტში შესამჩნევი ყოფილიყო, მათ შორის ჩვენი ყველაზე უმცროსი რეზიდენტებისთვისაც. ბავშვთა სამხატვრო სკოლა საშუალებას მისცემს თქვენს პატარებს დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარონ, თან გაერთონ და თან შემეცნებითი უნარები განივითარონ.
თითოეული აპარტამენტის დიზაინი კი შემუშავებულია პროფესიონალი დიზაინერების მიერ, სივრცის ერგონომიკისა და ინტერიერის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის ჩარჩოთი ან სრული პაკეტით რომელიც მოიცავს დამონტაჟებულ ელექტრო-კომუნიკაციებს, აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით კომპლექსის კედლები და ორმაგი მინის ფანჯრები სითბოსა და ხმაურისგან იზოლაციას უზრუნველყოფს.
პროექტის მთავარი მიზანია, მაცხოვრებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი თავად კომპლექსის ტერიტორიაზე. ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს მას ახლოს უნდა ჰქონდეს.
კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება როგორც გასართობი სივრცეები (რესტორანი, კაფე, საბავშვო სათამაშო ოთახი, ფიტნეს დარბაზი) ისე პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფის ობიექტები (F&B აუთლეტი, საერთო სამუშაო სივრცე).
OKTO ART HOUSE-ის საცხოვრებელ ბლოკებს გარედან დიდი გამწვანებული ეზო ეკვრის, რომელიც ასევე სარელაქსაციო და გასართობ სივრცეებს მოიცავს. კომპლექსის მიმდებარედ განთავსებულია ღია აუზი და საზაფხულო ბარი, პატარებისთვის გამოყოფილია სათამაშო მოედანი "SAND FACTORY" ("ქვიშის ქარხანა"), ცალკე დახურული სივრცეშია განთავსებული ე.წ. “ბარბექიუ ზონა”, მყუდრო გამწვანებული ფართები საქანელებით, ჰამაკებით და BBQ-თი, სადაც კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად შეიძლება დროის მშვიდად გატარება და დასვენება.
კომპლექსი სრულიად დაცულია: ვიდეომონიტორინგის სისტემა და ცოცხალი დაცვა 24-საათიან კონტროლს უზრუნველყოფს.
სად მდებარეობს საცხოვრებელი კომპლექსი OKTO ART HOUSE?
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს, ზღვიდან სულ რაღაც 500 მეტრის დაშორებით.
პროექტის ფარგლებში ორი ბლოკის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლებიც 6000 მ2 კერძო ტერიტორიაზე განთავსდება. ხელმისაწვდომი იქნება 1600-ზე მეტი აპარტამენტი. თითო ბლოკი დაყოფილია სხვადასხვა ზომის რეზიდენციულ სივრცეებზე, რომლებშიც დაინტერესებულ მყიდველს შეეძლება თავისთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს. კომპლექსში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით.
ბათუმის ბულვარის ის მონაკვეთი, სადაც პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში გართობისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. ტერიტორიიდან ფეხით სავალ მანძილზეა სანაპირო და სასეირნო ზოლები, სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, ღამის კლუბები და 13 ჰექტარზე გაშენებული პარკი. ხოლო მანქანით 5-10 წუთში იქნებით ისეთ ობიექტებთან, როგორც აკვაპარკი, UEFA-ს სტადიონი და ბათუმის აეროპორტი.
ვისთვისაა განკუთვნილი OKTO ART HOUSE?
ყველა, ვინც დაინტერესებულია მაღალხარისხიანი უძრავი ქონების ყიდვით ბათუმში, იპოვის შესაფერის ბინას OKTO ART HOUSE-ის ქომპლექსში - რა მიზნითაც არ უნდა ყიდულობდეს.
თუ გსურთ კომფროტული საცხოვრებელი აპარტამენტის ყიდვა ბათუმში, მაშინ სივრცეები იზოლირებული საძინებლებით თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება. დაგეგმარება და დიზაინი იმაზეა გათვლილი, რომ სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად იყოს ათვისებული და ნებისმიერმა ადამიანმა კომფორტულად შეძლოს ბინადრობა. ხოლო თუ არ გეგმავთ დიდი ხნით ბათუმში დასახლებას, და ბინების ყიდვა ბათუმში თქვენთვის გრძელვადიანი ინტერესითაა მოტივირებული - მაშინ შესაძლოა სტუდიოს ტიპის ბინებმა უფრო დაგაინტერესონ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ მაღალი ხარისხის მშენებარე ბინები ბათუმში ზღვის ხედით, კომფორტული და დაცული ინფრასტრუქტურით, რომელიც ამასთანავე უზრუნველყოფს კომფორტს და ყურადღებას უთმობს თანამედროვე არქიტექტურულ ტრენდებსა და მომხიბვლელ დიზაინს, - მაშინ არტ ჰაუსი თქვენთვისაა. ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პროექტის დეტალების გასაგებად.