უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში

უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად იზრდება. ქალაქი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საცხოვრებლად და საინვესტიციოდ როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ექსპატებისთვის. პოზიტიური დინამიკა კი სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს რეგიონში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისკენ, მაშინაც კი თუ აქ დასახლება არ აქვთ ჩაფიქრებული.

2024 წელს European Best Destinations-მა ბათუმი ინვესტირებისთვის საუკეთესო ტოპ-10 ევროპულ მიმართულებას შორის დაასახელა, ისეთი ქალაქების გვერდით, როგორც მონაკო, ნიცა, პარიზი, და ჟენევა. გამოცემის მიხედვით ბათუმის უძრავი ქონების ოპტიმალური ფასები, ყიდვისა და გაფორმების მარტივი პროცედურები, და ბიზნეს-მეგობრული გარემო იდეალურია თითქმის ყველა ტიპის ინვესტორისთვის: ვისაც ტურიზმის სფერო აინტერესებს, ახალი კომპანიის დაფუძნება სურს, ან სულაც არ აპირებს საქართველოში დასახლდეს - უბრალოდ სურს შეიძინოს ქონება, რომელიც მალევე გახდება მომგებიანი.

ფორბსის გამოცემის მიხედვით, ბათუმის უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული საშუალო სარგებელი საშუალოდ 10-13%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (7-8%). რა გასაკვირია, რომ მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში ინვესტირება აინტერესებს, ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად ითვლება. აქტიური დეველოპმენტი, ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპით განვითარდება და ვიზიტორების ნაკადის წლიდან წლამდე ზრდა კი იმაზე მიუთითებს, რომ ბათუმში უძრავი ქონების ფასები სამომავლოდაც გაიზრდება.

უძრავ ქონებაში ინვესტიცია ბათუმში ხელსაყრელია  

რატომ ამჯობინებენ ინვესტორები ბათუმში ინვესტიციას?

და მაინც რატომ მოხვდა ბათუმში ინვესტიცია ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის? პირველ რიგში, მიმართულების მიმზიდველობას მთლიანად საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ჯანსაღი დინამიკური გარემო განსაზღვრავს, რომელიც ინვესტორს მრავალ ბენეფიტს სთავაზობს:

- საგადასახადო შეღავათები უძრავ ქონებაზე - საქართველოში უძრავი ქონების გადასახადი აბსურდულად მცირეა ევროპული ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით. ქონების გადასახადი მაქსიმუმ უძრავი ქონების ღირებულების 1%-ია. 0.8-1%-ით იბეგრება პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება. პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება იხდის დაახ. 0.5%-ს. ხოლო, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარზე ნაკლებია, უძრავი ქონება საერთოდ არ იბეგრება.

- ლიბერალური ბიზნეს-გარემო - საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქვეყანაა ახალი ბიზნესის დასაწყებად, რაც გამოიხატება გამარტივებულ ბიუროკრატიულ პროცედურებში, კანონმდებლობის ლოიალურობასა და ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალ გადასახადებში. 2023 წლის „ფრეიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილზე იყო. ქვეყანას უმაღლესი შეფასებები ჰქონდა საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ფინანსურ ღიაობაში.

- გზა ლეგალური ბინადრობისკენ - ეს პუნქტი ბევრი უცხოელი ინვესტორისთვისაა საბოლოო ბიძგი. ინვესტიცია უძრავ ქონებაში ყველაზე მარტივი გზაა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად. თუ ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება $100,000, პირს შეუძლია მიიღოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ეს ნებართვა ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ განახლებას ექვემდებარება სანამ პირს არ შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. თუ ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება $300,000 პირი იღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, რომელიც შეიძლება მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველი გახდეს, თუ ეს ქონება პირის მფლობელობაში რჩება საინვესტიციო ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.

და მაინც, რატომ ბათუმი და არა სხვა ქალაქები? რით ჯობია ბინების ყიდვა ბათუმში ინვესტიციას თბილისში, ან, ვთქვათ ქუთაისში? არის რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც ბათუმს დღესდღეობით საქართველოს ქალაქებს შორის მოწინავე ადგილზე აყენებს.

- დეველოპმენტის აქტიური განვითარება - ქალაქში ამჟამად არსებული გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბათუმის მთელი მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, ხოლო პროექტების ტიპები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდ არეალს ფარავს. საინვესტიციო ქონება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აპარტამენტი საცხოვრებელ კომპლექსში (თუ სტუდიოს ტიპის თუ იზოლირებული საძინებლით), არამედ ნომერი ახალ სასტუმროში ან ფართი კომერციულ ცენტრში. აქტიური დეველოპმენტი ქმნის მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისთვის.

- ხელსაყრელი ფასები და მაღალი ROI - ბათუმში უძრავი ქონების ფასები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომად ითვლება არა მხოლოდ ევროპის სტანდარტებით, არამედ თბილისთან შედარებით. სამაგიეროდ სწრაფად იზრდება (მაგ.Colliers Georgia-ს კვლევის თანახმად თუ 2018 წელს მ²-ზე საშუალო ფასი $727 იყო, 2023 წელს ფასი $998-მდე გაიზარდა). ახლა ოპტიმალური დროა ინვესტორებისთვის შეიძინონ ქონება შედარებით დაბალ ფასად, მაგრამ ინვესტირებული თანხის მაღალი უკუგების (ROI) იმედი ჰქონდეთ.

- გეოგრაფიული არეალის მრავალფეროვნება - ბათუმის სახასიათო გეოგრაფია და დეველოპერული პროექტების მაღალი გაბნევა საშუალებას აძლევს ინვესტორს აირჩიოს საკუთარ საჭიროებებსა და პრეფერენციებზე მაქსიმალურად მორგებული ლოკაცია. ქალაქი აერთიანებს სანაპირო ზოლს, მთის ფერდობებს და ურბანულ ცენტრს, რაც ქმნის მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის. რა სჭირდება ინვესტორს - საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ცენტრთან ახლოს, ეკომეგობრული პროექტი ბუნებაში პერიფერიაზე, თუ იზოლირებული ვილა ტურისტებისგან შორს? ბათუმში ყველაფერს იპოვის.

ბათუმში ინვესტიცია მომგებიანია  

ინვესტიციის ტიპები ბათუმში

ბათუმის უძრავ ქონებაში ინვესტიციის ტიპები დღესდღეობით შეგვიძლია ოთხ ძირითად მიმართულებად დავყოთ:

პირველია საცხოვრებელი აპარტამენტები ბათუმში, რომლებზეც არჩევანს ძირითადად კონსერვატიული ინვესტორები აკეთებენ. ითვლება, რომ ყველაზე ოპტიმალურია გრძელვადიანი, სტაბილური შემოსავლის მსურველებისთვის, რომლებიც თანახმა არიან ნაკლებ ROI-ზე რისკების მინიმალიზების სანაცვლოდ.

მართალია მცირედით განსხვავდება, მაგრამ მაინც ცალკე მიმართულებად გამოყოფენ აპარტამენტებს ტურისტებისთვის. ძირითადად გულისხმობს მცირე, სტუდიოს ტიპის ბინებს. მიიჩნევა, რომ ეს უფრო აქტიური ინვესტორების სფეროა, რომლებიც მზად არიან სეზონურობასთან დაკავშირებული რისკებისთვის. ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მოკლევადიან საცხოვრებელ ფართებზე. ეს ტიპი მაღალ მოგებას იძლევა სეზონზე, მაგრამ შესაძლოა შენახვა წამგებიანი იყოს წელიწადის სხვა დროს. მოითხოვს აქტიურ მარკეტინგს ამ რისკების მინიმიზაციისთვის - კონკრეტულად აპარტამენტიც, და ბათუმიც, როგორც მიმართულება.

მესამე მიმართულებაა კომერციული ფართები, რომლებითაც ძირითადად უკვე გამოცდილი ინვესტორები ინტერესდებიან. ამ სეგმენტს კარგად ესმის ბიზნესის დინამიკა და შეუძლია განსაზღვროს უბნების მიხედვით რა ტიპის სივრცეებზე იქნება მოთხოვნა: ოფისებზე, მაღაზიებსა თუ სხვა. წარმატების შემთხვევაში ხდება სტაბილური, გრძელვადიანი შემოსავლის წყარო, თუმცა მოითხოვს მნიშვნელოვან საწყის კაპიტალს.

და ბოლო, მეოთხე მიმართულებაა სასტუმროები, რომელთა ინვესტიციაში პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. მიმართულება მსხვილ ინვესტორებზეა გათვლილი, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ჰოსპიტალიტი სექტორში. ბათუმში ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებაზე. ეს ტიპი მაღალ მოგებას იძლევა, მაგრამ მოითხოვს დიდ დროს, დიდ ინვესტიციას, პროფესიონალურ მართვას და მუდმივ ყურადღებას ხარისხის შენარჩუნებისთვის. საინტერესოა, რომ სასტუმროების მიმართულება ზოგჯერ ნაწილობრივ იკვეთება ტურისტული აპარტამენტების მიმართულებასთან. არიან სასტუმროები, რომლებიც სთავაზობენ პოტენციურ ინვესტორებს ცალკეული ნომრების შეძენას. თუმცა, დიდი და ცნობილი ბრენდები ამგვარი ინვესტიციით ნაკლებად ინტერესდებიან.

ახალი ინვესტორისთვის ალბათ ყველაზე უპრიანი იქნება პირველ რიგში დაათვალიეროს მშენებარე ბინები ბათუმში - ეს ინვესტიციის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია, რომელსაც სტაბილური ზრდის გარანტია აქვს. ქალაქის გაცნობასთან ერთად კი უფრო მსხვილ ინვესტიციებზე გადართვაც შეიძლება.

ოქტო არტ ჰაუსი საინვესტიციოდ  

დაიწყე ინვესტიცია ბათუმში OKTO ART HOUSE-ით

OKTO ART HOUSE ელიტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 6000 მ2 კერძო ტერიტორიაზე განთავსდება ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვიდან 500 მეტრში.

პროექტის ფარგლებში ორი ბლოკი აშენდება და ხელმისაწვდომი იქნება 1600-ზე მეტი აპარტამენტი. თითო ბლოკი დაყოფილია სხვადასხვა ზომის რეზიდენციულ სივრცეებზე, რომლებშიც დაინტერესებულ მყიდველს შეეძლება თავისთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს. კომპლექსში დიდი არჩევანია როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტების, ისე ბინების იზოლირებული საძინებლით.

თუ ინვესტიციისთვის ეძებთ მაღალი ხარისხის ბინებს ბათუმში ზღვის ხედით, კომფორტული, დაცული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით - მაშინ არტ ჰაუსი თქვენთვისაა.