იზრუნეთ მომავალზე!
OKTO GROUP გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაიწყოთ ახალი ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში. მიმზიდველი დიზაინი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ხელსაყრელი მდებარეობა - ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს თქვენი.
მშენებარე ბინები ბათუმში - ფასები, რომლებიც გაგაოცებთ! დაგვიკავშირდით და გადადგით ნაბიჯი თქვენი ოცნებისკენ დღესვე.
ბათუმში მშენებარე ბინის ყიდვა არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის, არამედ ფინანსურად სტაბილური, მშვიდი და წარმატებული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.
აი, რატომ:
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება. ტურიზმის ბუმი კი განაპირობებს მოთხოვნის სტაბილურ ზრდას საცხოვრებელ ფართებზე. თუ შეიძენთ მშენებარე ბინას ახლა, გექნებათ გარანტია რომ თქვენი უძრავი ქონების ღირებულება დასრულებამდე გაიზრდება და დღევანდელი გადაწყვეტილება ხვალინდელ მოგებად იქცევა!
ბათუმი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაღალი ხარისხის სერვისებზე მარტივი წვდომითა და სოციალურად აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტებით. ამასთან, OKTO GROUP-ის მიზანია მაქსიმალური კომფორტის შექმნა. ყველა მაცხოვრებელს ტერიტორიის დატოვების გარეშე ექნება წვდომა როგორც გასართობ სივრცეებზე (რესტორანი, კაფე, საბავშვო სათამაშო ოთახი, ფიტნეს დარბაზი) ისე პირველადი საჭიროებების ობიექტებზე (სუპერმარკეტი, აფთიაქი, საერთო სამუშაო სივრცე).
ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, ზომიერი ტემპერატურით, მდიდარი ფლორით, მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით საერთაშორისო მოგზაურობისთვის. OKTO ART House-ის ბინები ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს. სანაპირო და სასეირნო ზოლები, ქალაქის მთავარი გასართობი და დასასვენებელი ატრაქციები, სამედიცინო ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები - ყველაფერი ან ფეხით სავალ მანძილზეა ტერიტორიიდან ან, მაქსიმუმ, 15 წუთი დაგჭირდეთ მანქანით
ქალაქის სწრაფი განაშენიანების ტემპიდან გამომდინარე, საცხოვრებელი პროექტების არჩევანი იმატებს - და ასევე იმატებს ახალი კომპანიების რიცხვიც. სულ უფრო რთულია იპოვო ისეთი, რომელსაც ნამდვილად შეგიძლია ენდო. OKTO GROUP სიამაყით აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანია.
OKTO GROUP-ს უკან დგას პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც უკვე მრავალი წელია ქართული უძრავი ქონების ბაზარი ენდობა. კომპანიის თითოეულ წევრს აქვს ამბიცია შექმნას ელიტური საცხოვრებელი სივრცეები, სადაც მაცხოვრებლებს შეეძლებათ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ ისე, რომ ტერიტორიის დატოვება არ იქნება საჭირო.
ჩვენთვის ხარისხი არ არის უბრალოდ სიტყვა – ის კომპანიის მთავარი ღირებულებაა კომფორტსა და ესთეტიკასთან ერთად. ვიყენებთ მხოლოდ A კლასის სამშენებლო მასალებს და ვახორციელებთ უწყვეტ ხარისხის კონტროლს მშენებლობის ყველა ეტაპზე. პროფესიონალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით ზუსტად რა პირობები უნდა დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო, ხარისხიანი, და კომფორტული სივრცე. თუ გახდებით ჩვენი კომპლექსის მაცხოვრებელი, გექნებათ გარანტია რომ დაგხვდებათ საცხოვრებლებად იდეალური ადგილი.
ჩვენ კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უძრავ ქონებაში ინვესტიცია. სწორედ ამიტომ, OKTO GROUP სთავაზობს პოტენციურ კლიენტებს მაღალხარისხიან მშენებარე ბინებს ბათუმში განვადებით, მათზე მორგებულ გადახდის პირობებს. ჩვენი იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ერთიანად დიდი თანხის გადახდა ბევრისთვის ინვესტიციის განხორციელების ბარიერი ხდება, ამიტომ კიდევ უფრო ვამარტივებთ თქვენს გზას ახალი უძრავი ქონების ფლობისკენ. OKTO GROUP-თან ერთად, ახალი აპარტამენტები არა უბრალოდ ოცნება, არამედ ხელმისაწვდომი რეალობაა.
OKTO ART HOUSE კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის ეს ყოველდღიური რეალობა იქნება. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ მშენებარე ბინებში ბათუმში ზღვის ხედით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ უბანში, ახალ ბულვარში, სადაც ფეხით სავალ მანძილზეა ცნობილი კაფე-რესტორნები, საუკეთესო სავაჭრო ცენტრები და გასართობი ადგილები. მიუხედავად ამისა, თავად კომპლექსის ტერიტორია იქნება მშვიდი და კომფორტული, სადაც შეგეძლებათ სრულფასოვნად დაისვენოთ ქალაქის ხმაურისგან.
ამასთან, ტერიტორიიდან ფეხით სავალ მანძილზეა სანაპირო და სასეირნო ზოლები, სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, ღამის კლუბები და 13 ჰექტარზე გაშენებული პარკი. ხოლო მანქანით 5-10 წუთში იქნებით ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა აკვაპარკი, UEFA-ს სტადიონი და ბათუმის აეროპორტი. კომპლექსის ადგილმდებარეობა გაძლევთ საშუალებას თქვენი დრო გამოიყენოთ პროდუქტიულად.
OKTO ART HOUSE-ის ბინები ბათუმში იდეალურია როგორც გრძელვადიანი ბინადრობისთვის, ისე ინვესტიციისთვის. წარმოიდგინეთ, რამდენად მოთხოვნადი იქნება თქვენი ბინა გაქირავების ბაზარზე – ახალი ბულვარი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ბათუმში სტუმრობისას!
ნუ გადადებთ - დაგვიკავშირდით დღესვე და აქციეთ ეს შესაძლებლობა რეალობად!
ჩვენთან პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ია. ამასთან მოქმედებს შიდა 0%-იანი განვადება 50 თვეზე.
OKTO ART HOUSE-ის მშენებლობა 2027 წელს, მეორე კვარტალში დასრულდება.
ბინის სრული პაკეტით შეძენის შემთხვევაში, თქვენი აპარტამენტი აღჭურვილი იქნება საჭირო ავეჯით და ტექნიკით. აპარტამენტების დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალი დიზაინერების მიერ, სივრცის ერგონომიკისა და თანამედროვე ინტერიერის ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენი მხრიდან ყველა ტიპის ბინისთვის გთავაზობთ სივრცის დიზაინის რამდენიმე ვარიანტს. თქვენ შეგიძლიათ მათ შორის აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.
ბინის შეძენა OKTO ART HOUSE-ში მარტივი და კომფორტული პროცესია.
პირველ რიგში, შეარჩიეთ სასურველი ბინა. კარგად დაფიქრდით რა უფრო შეეფერება თქვენი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს: სტუდიო თუ ბინა იზოლირებული საძინებლით? თეთრი კარკასის ჩარჩო ან სრული პრემიუმ პაკეტი, რომლის მოწყობასაც OKTO GROUP უზრუნველყოფს?
როდესაც ბინას აარჩევთ, დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის და დააზუსტეთ მის შეძენასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ჩვენი თანამშრომლები მზად არიან მაქსიმალურად დაგეხმარონ და ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდონ როგორც პროექტის, ისე პროცესების შესახებ.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გააფორმეთ ხელშეკრულება და დაელოდეთ თქვენი ოცნების აპარტამენტების დასრულებას.