აპარტამენტები $45000-დან, სარგებელი 12%-მდე წელიწადში.
პირველადი შენატანი 20%, შიდა 0%-იანი განვადება 40 თვე
აპარტამენტები $45000-დან, სარგებელი 12%-მდე წელიწადში.
პირველადი შენატანი 20%, შიდა 0%-იანი განვადება 40 თვე
ოქტო არტ ჰაუსი არის მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ზღვიდან 500 მეტრში, ბათუმის ახალი ბულვარის აქტიურად განვითარებად ტურისტულ ნაწილში. საცხოვრებელი კომპლექსის კერძო ტერიტორია 6000 მ2 ფართობით, უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი და საჭირო ინფრასტრუქტურით, ასევე რეკრეაციული და სპორტული სივრცეებით.
რესტორანი და ბარი
მიწისქვეშა პარკინგი
სამხატვრო სკოლა
საბავშვო სივრცე
გარე
აუზი
სპორტული სივრცე
შეავსეთ ფორმა კონსულტაციისთვის
ბათუმში მშენებარე აპარტამენტის ყიდვა მრავალი უპირატესობით გამოირჩევა: თანამედროვე დიზაინი, ახალი ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა და ინვესტიციის პოტენციალი. ახალაშენებული საცხოვრებელი ფართები ბათუმში ხშირად უკეთეს მდებარეობას და ხედებს გთავაზობთ, რაც ზრდის მათ მიმზიდველობას როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა.
მშენებარე აპარტამენტების ყიდვა ბათუმში ძირითადად უკავშირდება შემდეგ ეტაპებს: პროექტის შერჩევა, დეველოპერთან შეხვედრა და კონსულტაცია, სამართლებრივი დოკუმენტაციის შემოწმება, ხელშეკრულების გაფორმება, გადახდის გრაფიკის შეთანხმება, მშენებლობის პროცესის მონიტორინგი და საბოლოოდ, აპარტამენტის ჩაბარება.
თითოეული ეტაპი მნიშვნელოვანია, თუ თქვენი მიზანია მშენებარე ბინების ყიდვა ბათუმში, რადგან მათი გათვალისწინება უზრუნვეყოფს წარმატებულ შესყიდვას. გირჩევთ, მჭიდროდ ითანამშრომლოთ სანდო დეველოპერთან, რათა უზრუნველყოთ თქვენი ინვესტიციის უსაფრთხოება და წარმატება.
ბინადრობის ნებართვის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენისას. მისაღებად უცხოელმა პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრს ან სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად შეავსოს განაცხადი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://sda.gov.ge
უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავ ქონებაში გადასახდელი თანხა.
გაფორმების ღირებულება და ვადები საჯარო რეესტრში:
4 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -50 ლარი
1 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -150 ლარი
ხელშეკრულების შეტანის დღეს გაფორმება – 200 ლარი
ჩვენთან შესაძლებელია ბინის დაჯავშნა 2 კვირის განმავლობაში და მისი საფასურია 1000$ ( ექვივალენტი ლარში).
საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. საჭირო დოკუმენტები:
• განცხადება (ივსება ლექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ;
სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი).
საინვესტიციო აპარტამენტის ყიდვა ბათუმში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელის მიღებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია: მდებარეობა (სანაპიროსთან სიახლოვე, ხედები), ინფრასტრუქტურა, გაქირავების პოტენციალი, ფასის ზრდის ტენდენციები კონკრეტულ უბანში, სეზონურობის გავლენა და საერთო ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში.
ბათუმში მშენებარე აპარტამენტების ყიდვა ხშირად უფრო იაფია, ვიდრე მზა ბინები, და შესაძლებლობას გაძლევთ შეცვალოთ ინტერიერი თქვენი გემოვნების მიხედვით. თუმცა, მათი შეძენა მოითხოვს მეტ მოთმინებას მშენებლობის დასრულებამდე.
მზა აპარტამენტში შესვლას ლოდინი არ სჭირდება და ნაკლებ რისკს შეიცავს მშენებლობასთან დაკავშირებული გაურკვევლობების თვალსაზრისით (ეს უკანასკნელი სანდო კომპანიის შერჩევით მარტივად გადაჭრადი პრობლემაა)
საუკეთესო დეველოპერის შესარჩევად, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: კომპანიის გამოცდილება და რეპუტაცია, დასრულებული პროექტების ხარისხი, მშენებლობის ვადების დაცვა, და მომხმარებელთა კმაყოფილების დონე. ასევე მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ მათი იურიდიული სტატუსი და ფინანსური სტაბილურობა.
მეტი რჩევისთვის გაეცანით ბლოგს: როგორ ავარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია ბათუმში
2024 © OKTO GPROUP™ Ltd. ყველა უფლება დაცულია.